საფრანგეთის პარლამენტიდან ხელოვნების ნიმუშები დაიკარგა

ფრანგული მედიის ცნობით, პარიზის პარლამენტის შენობაში ოთხი ხელოვნების ნიმუში დაიკარგა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „Figaro» წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პარიზის ბურბონების სასახლიდან, სადაც პარლამენტის ქვედა პალატა იკრიბება, დაიკარგა ერვე ტელემაკის და რიშარ ტეკსიეს, ბერძენი სკულპტორის ტაკისის ქანდაკება და ასევე უცნობი ავტორის გრავიურა.
ყველა დაკარგული ხელოვნების ნიმუში სხვადასხვა იმ ბიუროს კედლებს ამშვენებდა, რომლებიც შენობაშია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ინვენტარიზაცია შარშან, წლის ბოლოს ჩატარდა, მაგრამ აღნიშნული ნამუშევრების კვალი ნაპოვნი არ ყოფილა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები