გოჩა ენუქიძე: საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მეწარმეთათვის პროგრესულ პრაქტიკას დაამკვიდრებს

ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მეწარმეთათვის პროგრესულ პრაქტიკას დაამკვიდრებს.

„საქართველოს მთავრობის, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგადასახადო ცვლილებები არის ჟანგბადივით საჭირო მცირე ბიზნესისთვის. ეს პაკეტი ხელს შეუწყობს როგორც საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ისე კონკრეტული დარგების სტიმულირებას და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. ის ფაქტი, რომ ბიზნესს შეეძლება მხოლოდ ერთი დოკუმენტით განახორციელოს საგადასახადო ადმინისტრირება ნაცვლად გართულებული პროცედურებისა, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება საგადასახადო ანგარიშგების გამარტივებისთვის, შემცირდება როგორც საგადასახადო ადმინისტრირებისთვის დახარჯული დრო და ხარჯი, ისე ანგარიშგებაში დაშვებული შეცდომების რაოდენობა“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

მისი თქმით, იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, რაც უკვე ინიცირებულია პარლამენტში, ცვლილებების ეს პაკეტიც მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება, ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის, აღნიშნული ცვლილებებით კი, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, ვინც მეწარმეთათვის ასეთ პროგრესულ პრაქტიკას დაამკვიდრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები