მამუკა ბახტაძე: ჩვენი ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ მეწარმეობას და შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს

“ჩვენი ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ ქვეყანაში მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, გავამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ახალ საგადასახადო ინიციატივებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ინიციატივების შედეგად, ჩაიყრება მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნას მოზიდული ეროვნულ ეკონომიკაში.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტები არის ნოვატორული ხასიათის და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ასეთი მაღალი დონის საგადასახადო სიმარტივეს შეთავაზებს გადასახადის გადამხდელებს. თითოეული ჩვენი ინიციატივის უკან, დგას ერთი მთავარი მიზანი: საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე და მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას,  რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები