გიორგი ხატიძე: ახალი საგადასახადო ინიციატივები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს

პარლამენტის წევრის გიორგი ხატიძის თქმით, ახალი საგადასახადო ინიციატივები ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

“მისასალმებელია ფინანსთა სამინისტროს ახალი საგადასახადო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ცვლილებების ახალი პაკეტის თანახმად, ბიზნესს საგადასახადო ადმინისტრირება ხუთის ნაცვლად, მხოლოდ ერთი დოკუმენტით შეეძლება. გამარტივდება ბიზნესის მხრიდან ფიზიკური პირების მიერ წარმოებული საქონლის შესყიდვა, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებას. უცხოელ იურიდიულ პირებს (უცხოელ ინვესტორებს) კი სწრაფად და მარტივად შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები საქართველოში. სამივე ინიციატივა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს”, – განაცხადა გიორგი ხატიძემ.

საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადახადო ინიციატივებით გამოდის.  როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები