მოსკოვში, საბავშვო სავაჭრო ცენტრი იწვის – არიან დაშავებულები (ვიდეო)

მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ “Персей для детей“-ს ცეცხლი გაუჩნდა. არიან დაშავებულებიც, გამოცხადებულია ევაკუაცია. დაზარალებულები შენობიდან სამაშველო-სახანძრო კიბით გამოჰყავთ.
ხანძარს უკვე მეორე კატეგორიის ხარისხი მიენიჭა.
ოთსართულიანი შენობა, რომელიც მოსკოვში „Малая Семеновская“ -ზეა განთავსებული, 2009 წლიდან მოქმედებს.
სავაჭრო ცენტრში საბავშვო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახის სათამაშოები იყიდება.
ერთ-ერთ სართულზე საბავშვო ატრაქციონიც არის განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები