ილია წულაია: ეკონომიკაში ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, რაც რეფორმების კურსის სისწორეს ადასტურებს

უმრავლესობის წევრის, ილია წულაიას თქმით, ეკონომიკაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, რაც რეფორმების კურსის სისწორეს ადასტურებს.

“საგადასახადო ცვლილებები მცირე ბიზნესისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო ორიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ეს ინიციატივები პირდაპირ შეუწყობს ხელს დასაქმებას. ჩვენი სამეწარმეო სისტემების ინტეგრაცია სხვა სისტემებთან, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყანას, რადგან გაიზრდება ფინანსური მომსახურების სექტორი. ის ფაქტი, რომ საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისას, შესაძლებელი იქნება გაიხსნას პარალელური კომპანია სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას როგორც ევროპის ისე მსოფლიო ბაზართან”, – განაცხადა ილია წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები