ინდიანას შტატში თვითმფრინავების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
ამერიკაში, ინდიანას შტატის ქალაქ მარიონის აეროპორტში ორი თვითმფრინავის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთი თვითმფრინავი აფრენას აპირებდა, მეორე კი იმ დროისთვის დაეშვა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ისინი მეხანძრეები იყვნენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.