ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0123 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.3929 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4052 ლარი ღირდა.
0.0231 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.9418 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9649 ლარი იყო.