რუსეთმა უკრაინის შს მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა, უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე, იმ ინციდენტის გამო აღიძრა, რასაც ადგილი ჰქონდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
18 მარტს უკრაინელმა პოლიციელებმა გადაკეტეს კიევში, – რუსეთის საელჩოს, ოდესაში, ხარკოვსა და ლვოვში კი, საკონსულოების შესასვლელები. რუსეთის მოქალაქეებს არ აძლევდნენ ხმის მიცემის საშუალებას. რუსი ძალოვნების ინფორმაციით, ბრძანება სწორედ ავაკოვმა გასცა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს იმ მუხლით, რომელიც ითვალისწინებს, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიეცნენ პასუხისგებაში, რომლებმაც რუსეთის გარეთ ჩაიდინეს რუსეთის მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები