მამუკა მდინარაძე: კახა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კახა კალაძის მიერ გენგეგმასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და თბილისის მერის პოზიციას რაციონალურს უწოდებს.
“როგორც ვიცი, ამას თავად გენგეგმის ავტორებიც დაეთანხმნენ.
მსგავსი რაციონალური, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს თბილისის უფრო სწორად განვითარებას და მსგავსი მიდგომები გვაძლევს იმედს ვიფიქროთ, რომ თბილისი, კახა კალაძის და ,,ქართული ოცნების” დაპირების შესაბამისად, ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი”, – აცხადებს მდინარაძე.