დედოფალი ელისაბედი და სამეფო ოჯახი წმინდა გიორგის სამლოცველოში მივიდნენ
გაერთიანებული სამეფოს დედაფალი ელისაბედ მეორე, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი, სააღდგომო დღესასწაულის აღსანიშნავად, უინძორში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში მივიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო ოჯახთან ერთად, პრინცი ჰარი და მისი ამერიკელი მეუღლე მეგან მარკლი ტაძარში არ მისულან, თუმცა, როგორც ცნობილია, წყვილი, ოფიციალურად 19 მაისს, წმინდა გიორგის ტაძარში ჯვარს დაიწერს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არც დედოფლის მეუღლე, პრინცი ფილიპი ყოფილა ტაძარში, რადგან ის 96 წლისაა და საჯარო მოვალეობის შესრულების ვალდებულება აღარ აკისრია.