გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყნის დეოკუპაცია არის ნომერ პირველი ამოცანა ხელისუფლებისთვის

„ქვეყნის გამთლიანება იყო და რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად და ქვეყნის დეოკუპაცია, რა თქმა უნდა, არის ნომერ პირველი ამოცანა ხელისუფლებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია “ქართული ოცნების” რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა.
”სწორედ ამიტომ, ჩვენი საგრეო და შიდა პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ერთი მხრივ, სტაბილურობით და მეორე მხრივ, თანიმდევრული საგარეო პოლიტიკით მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი გახდეს და ჩვენ მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების განვითარების დონეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარების კიდევ არაერთი წელი და რა თქმა უნდა, ჩვენ თანმიმდევრულად, თქვენთან ერთად, ამ ამოცანას შევასრულებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები