მამუკა მდინარაძე: “გირგვლიანის შესწორებები” ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„მემორანდუმთან, რომელიც შეეხება 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვას, არაფერ შუაშია “გირგვლიანის შესწორებები”. რატომ თქვა ასე პრეზიდენტმა, თავად მას უნდა კითხოთ. ფაქტია, რომ სხვადასხვა თემებზეა საუბარი.
თავის მხრივ გირგვლიანის შესწორებები, რომელიც უკვე დაარეგისტრირა ჩვენმა ფრაქციამ და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულების პრევენციას და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. მეორე მხრივ ის არის მართლმსაჯულების ხელშეუვალობის ძალიან მაღალი გარანტია. გარანტია იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ქმედებების ჩადენა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები