ბექა დავითულიანი: ჩვენი გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ სრულყოფილი გენგეგმა მივიღოთ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის პრინციპული საკითხია, რომ ქალაქმა სწორ განვითარებაზე ორიენტირებული, რეალობასთან ადაპტირებული გენერალური გეგმა მიიღოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქმა რეალობასთან ადაპტირებული, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული, სრულყოფილი გენერალური გეგმა მიიღოს. დღევანდელი შეხვედრა და ჩვენი გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ყველა ხარვეზი აღმოიფხვრას და სრულყოფილი გენგეგმა იქნეს მიღებული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კომპანია „სითი ინსტიტუტთან“ ერთად შექმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც გენგეგმას სრულყოფს და ამის შემდეგ მოხდება დოკუმენტის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები