ზაზა გაბუნია გენგემაზე: ამაზე უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გენგემასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
“სწორი მიდგომაა, რაც აჩვენებს იმას რომ ყველა ეტაპზე საქმიანი და კონსტრუქციული იყო მერია ამ დოკუმენტის და მისი ავტორების მიმართ. ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ ამ საკითხის ირგვლივ არასაქმიანი და არაკონსტრუქციული გარემოს შექმნა მხოლოდ ოპოზიციის ინტერესში იყო.
ვთვლი, რომ ამაზე უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო, რადგან მერმა “სითი ინსტიტუტს” დამატებითი სივრცე და გონივრული შესაძლებლობა მისცა მერიის შეხედულებების გააზრების, დოკუმენტში ასახვის და რაც მთავარია, ისეთი დოკუმენტის შექმნის, რაც ქალაქს და მის ახალ მმართველობას უნდა დაეხმაროს სტრატეგიული ხედვით და მდგრადი კონცეპტუალური დიკუმენტით პრობლემების დაძლევაში“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.