თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, იგდირის პროვინციაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 36 დაშავდა. ინფორმაციას „Foxnews“-ი ავრცელებს.
როგორც იგდირის პროვინციის წარმომადგენელი აცხადებს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მინივენის ტიპის ავტომობილში მიგრანტები იმყოფებოდნენ, რომლებიც თურქეთის ტერიტორიის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობდნენ.
თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები ძირითადად ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან იყვნენ.
პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმოჩილა და განათების ბოძს შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები