ანდრია გვიდიანი: RMG-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება
ვთვლი, რომ RMG-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ ეკონომისტი ანდრია გვიდიანი გამოცემასთან „ბანკები და ფინანსები“ საუბრში აცხადებს.
ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებს თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რამდენადაც საქმე ეხება საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორს.
„ეკონომიკური თვალსაზრისით, ნებისმიერი ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. არ მგონია სწორი, როდესაც ინვესტორის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ეწყობა, მით უმეტეს, როდესაც ამ კამპანიაში ერთვებიან პოლიტიკური პარტიები და ეს კამპანია იღებს ვიწრო მერკანტილური ინტერესებით მოქმედ სახეს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. მიმაჩნია, როგორც ხელისუფლების, ასევე, საზოგადოებრივი ძალების თუ პოლიტიკური პარტიების ინტერესი უნდა იყოს ხელშეწყობა და ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ RMG-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. რა თქმა უნდა, საკითხის ირგვლივ ძირითადად გვესმის სადღეგრძელოები და არა რაიმე რაციონალური მსჯელობა, რაც კატოგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.