სოფიო ქაცარავა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე და მწვავე ვითარებას აქტიურად ვაყენებთ ყველა ფორმატში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღიარება.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ძალიან მძიმე და მწვავე ვითარებაზე ისინი აქტიურად საუბრობენ ყველა ფორმატში.
„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიც არის რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღიარება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ცხადია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას ფაქტზე ახლა და ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ძალიან მძიმე და მწვავე ვითარებას – ჩვენ აქტიურად ვაყენებთ ყველა ფორმატში”, – განაცხადა ქაცარავამ.