გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და “თი-ბი-სი” ბანკის ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და “თი-ბი-სი” ბანკის ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა შედგა თემაზე – „საბანკო გარანტიები და პრაქტიკა”.

ღონისძიების ფარგლებში, “თი-ბი-სი” ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ეგუტიამ საბანკო გარანტიების არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. მან დამსწრე აუდიტორიას “თი-ბი-სი” ბანკის მიდგომები გააცნო, რომლებიც არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ შემუშავდა. მოხსენების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აღნიშნული თემა დისკუსიის რეჟიმში განეხილათ.

შეხვედრას  სახელმწიფო და კერძო სექტორის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის  გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები, საფინანსო ინსტიტუტებისა და იურიდიული ფირმების წარმომადგენლები.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები