„საპარნტიორო ფონდსა“ და ბელარუსის უმსხვილეს კომპანია „ბელექსიმგარანტს“ შორის, მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდსა“ და ბელარუსის რესპუბლიკის უმსხვილეს ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო კომპანია „ბელექსიმგარანტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგენელიძემ და კომპანია „ბელექსიმგარანტის“ გენერალურმა დირექტორმა გენადი მიცკევიჩმა მოაწერეს. „საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელექსიმგარანტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შედგა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მხარეების მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელექსიმგარანტს“ შორის ინფორმაციის, გამოცდილებისა და რესურსების გაცვლას, ასევე, რეგიონებში და საერთო ინტერესების სექტორებში ბაზრების სადაზღვევო პოლიტიკის შემუშავებას მოიცავს. მემორანდუმის მიხედვით მხარეების მიზანი ერთობლივ პროექტებზე მუშაობა და ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური განვითარება იქნება.
საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის მორიგი მემრანდუმი დღეს „საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს“ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ცერემონიალის ფარგლებში გაფორმდება. მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი გარემოს, ფინანსური და ინდუსტრიული სექტორების ზოგადი პოლიტიკის შესახებ, რაც მათ ბაზრის აღქმაში დაეხმარება. თანამშრომლობის მემორანდუმს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგენელიძემ და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის“ გენერალური დირექტორი სერგეი რუმასი მოაწერეს.
„საპარტნიორო ფონდი“ მემორანდუმებს თბილისის „მინსკის დღეების“ ფარგლებში აფორმებს. „მინსკის დღეები“ საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები