საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SalamAir შემოდის

ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SalamAir საქართველოში რეგულარულ საავიაციო მიმოსვლას იწყებს. მასკატი-თბილისი-მასკატის საჰაერო ხაზზე ფრენები მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.2018),  კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SalamAir-ს რეგულარული ფრენის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 14 მარტს მიენიჭა.

ახალი რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნესურთიერთობების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები