25 მარტს, ავიაკომპანია Wizz air რიგადან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და უნგრულ, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე მიმართულება ემატება.

წელს, პირველი ახალი რეისი, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რიგადან 25 მარტს 11:05 საათზე შესრულდება.

შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

“მოხარულები ვართ, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 7 ახალი მიმართულება დაამატა. პირველი რეისი ქუთაისში რიგადან სრულდება. რაც მთავარია, მაისიდან უკვე ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი განთავსდება, რომელიც ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეგულარურ რეისებს კვირაში რამდენჯერმე შეასრულებს”,- განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავიდან პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. ხოლო 17 მაისიდან ათენში, პარიზში, რომში, ბარსელონასა და პრაღაში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები