ოთხოზორიას დედა: ჩვენი შვილების სიკვდილმა შესაძლოა საქართველოს სხვა მოქალაქეების სიცოცხლე დაიცვას და გადაარჩინოს ოჯახები ახალი უბედურებისგან

 

კმაყოფილებას გამოვთქვამ, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც გაერთიანდა და მოახერხეს ერთიანი რეზოლუცია მიეღოთ- ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი შვილების სიკვდილმა შესაძლებელია საქართველოს სხვა მოქალაქეების სიცოცხლე დაიცვას და გადაარჩინოს სხვა ოჯახები ახალი უბედურებისგან. მე ერთადერთი კმაყოფილებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც გაერთიანდა და როგორღაც მოახერხეს, რომ ერთიანი რეზოლუცია მიეღოთ. მე არ მესმის აქამდეც რატომ არ უნდა გეკეთებინათ ეს“, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.
ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 26 დღის შემდეგ, გუშინ გადმოასვენეს. გიგა ოთხოზორია კი 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.
რაც შეეხება ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეებთან დაკავშირებული რეზოლუცია პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები