განათლების მინისტრი პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მხარდაჭერას უცხადებს

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის ინიცირებით მიღებულ რეზოლუციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
მინისტრის მტკიცებით, გი მკაფიოდ ასახავს მმართველი პოლიტიკური გუნდისა და მთელი საზოგადოების ერთიან, პრინციპულ, და, ამავდროულად, შედეგზე ორიენტირებულ პოზიცის.
“ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უკომპრომისო პოციზიასთან ერთად, რეზოლუცია მკაფიოდ აჩვენებს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენ მაღალ პასუხისმგებლობას საკუთარ მოქალაქეთა, მათ შორის, ოსებისა და აფხაზების მიმართ, განუხრელ ერთგუელებას პრობლემათა მოგვარების დიპლომატური გზისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი.

მჯერა, რომ სწორედ ამგვარი პრინციპულობა, სამართლიანობისა და თანხმობის საზოგადოების შენებისთვის ყოველდღიური შრომა არის გზა, რომელიც საქართველოს ერთიანობის, მშვიდობის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის კეთილდღეობისკენ და თავისუფალ ერთა თანამეგობრობის ღირსეული წევრობისკენ მიგვიძღვება,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები