ზაზა გაბუნია: შენობაში აკუსტიკური ხმაურის გადამეტების შემთხვევებს, 1 ივლისიდან თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ

 

შენობაში აკუსტიკური ხმაურის გადამეტების შემთხვევებს, 1 ივლისიდან თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილისმიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილა.

2017 წლის 30 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“,რომელსაც დაემატა ახალი 771 და 772 მუხლები და დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავიქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობა განისაზღვრა.

მომხსენებლის, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, 2017 1 სექტემბრიდან კოდექსით განსაზღვრულიპასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქციას ასრულებდნენ შსს ორგანოები, 2018 წლის 1 აპრილიდან ეს პასუხისმგებლობა უნდა გადასცემოდათადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ვერ მოასწრეს შესაბამისიმატერიალურ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელება, რათა შსს დან გადმოებარებინათ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პასუხისმგებლობისდაკისრების ფუნქცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა დაკისრებული ფუნქციის გადაბარების ვადად 2018 წლის 1 აპრილიდან სამი თვით, 1 ივლისამდე გაიზრდას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები