დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, კერძო სექტორს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ

“ბელარუსის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. წლიდან წლამდე ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს და მოვხსნათ ყველა ის შესაძლო ბარიერი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრა, რომელშიც ორი ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაა, რომელიც შეძლებს, უზრუნველყოს შესაბამისი კონკურენტული ფასები და მოგვცეს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები