„თი-ბი-სი“ გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

“თი-ბი-სი” გალერეამ „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით  საგანმანათლებლო ტრენინგს უმასპინძლა. “თი-ბი-სი” ბანკი, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეუერთდა გლობალური ფულის კვირეულს. საგანმანათლებლო ტრენინგი კავკასიის უნივერისტეტის დამფუძნებელმა,  გიორგი სიმონგულაშვილმა ჩაატარა, რომელიც ფინანსების განხრით GEC Corporation-ის პარტნიორი და ასოცირებული პროფესორია.

ტრეინინგს 14-18 წლის ახალგაზრდები ესწრებოდნენ,  რომლებსაც მოწვეული სტუმარი ისეთი საკითხების შესახებ ესაუბრა, როგორებიცაა ფულის ხარჯვა და შენახვა, ფულის დროში ღირებულება, სესხი, პროცენტი და ა.შ.

„გლობალური ფულის კვირეული” (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით  აღინიშნება.  პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება. საქართველოში აღნიშნული კვირეულის კოორდინატორი საქართველოს ეროვნული ბანკია.

წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია.”

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები