სოფო კილაძემ ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის სოფო კილაძისა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ბიუროებთან თანამშრომლობით ა(ა)იპ “დემოკრატიის განვითარების სააგენტომ”  პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის” განახორციელა, რომელიც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვით დასრულდა. პროექტის განხორციელება  თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ხელოვნების კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის N8, N9, N11, N12, N48, N112, N113, N129, N138, N142, N143, N149, N154, N159, N190 საჯარო სკოლებმა. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები, სადაც საკუთარი ხედვები და სურვილები გადმოსცეს.

ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მიერ თანატოლების დასახმარებლად შექმნილი ნამუშევრები.

სოფო კილაძის განცხადებით, პროექტის მიზანი მოზარდებში ერთმანეთის მიმართ თანადგომისა და ტოლერანტობის გაძლიერება, მოხალისეობისა და ხელოვნების მიმართ ინტერესის წახალისებაა. მან მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ბავშვებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და თითოეულ ადამიანს, რომლებმაც იდეა რეალობად აქციეს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას, მერიის კულტურის სამსახურს, პროექტში მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც შესანიშნავი ნამუშევრები შექმნეს და მადლობა სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციებს, მასწავლებლებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ ღონისძიების წარმატებულად ჩატარებაში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროექტით ბავშვები ერთმანეთის თანადგომასა და ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ.

„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ასეთი ტიპის ღონისძიებები, ერთი მხრივ, ჩვენს მომავალ თაობას ადრეული ასაკიდანვე უღვივებს ურთიერთთანადგომისა და ტოლერანტობის განცდას, მეორე მხრივ, მოსწავლეებში ხდება ხელოვნებისადმი მეტი ინტერესის გაჩენა”, – განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში თამარ ტალიაშვილმა.

საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ ბავშვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები