ლევან იზორია: აჭარის რეგიონში რეზერვისა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის ახალი ლოკაციები შეიქმნება (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ლევან იზორიამ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები პირადად გააცნო. მინისტრმა რეზერვის სისტემის რეფორმასა და თავდაცვის მზადყოფნის ამაღლების პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მინისტრის თქმით, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ახალი რეზერვის სისტემის ამოქმედების პროცესში რეგიონული პრინციპის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია. ლევან იზორიას განცხადებით, აჭარის რეგიონში რეზერვისა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის ახალი ლოკაციები შეიქმნება.

აჭარის რეგიონში გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ქობულეთში მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, ადლიაში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზებს ესტუმრა.

ლევან იზორია წლის განმავლობაში ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები