ავიაკომპანია „Jazeera Airways” ზაფხულიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

0

ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „Jazeera Airways”ივნისიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დაიწყებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპოტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.
ქეთი ალექსიძის თქმით, ავიაკომპანია Jazeera-სთან მოლაპარაკებებს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2016 წლის მარტიდან აწარმოებდა.
ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს და დასაწყისისთვის ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამი სიხშრით ოპერირებას გეგმავს, თუმცა ავიაკოპმანიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს ფრენის სიხშირის გაზრდას მომავალში.
ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე დაინტერესება ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება.
ქუვეითი-თბილისს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ითგაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.
რამდენიმე დღის წინ „Jazeera Airways”-ის მიერ თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის პრეზიდენტი როჰიტ რამაჩანდრანი და ვიცე-პრეზიდენტი რაფიკ ბოღდადი საქართველოს პირველვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი