“მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს საქართველო ციფრული ეკონომიკისთვის რეგიონალურ ცენტრად გადავაქციოთ”

“საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონალურ ცენტრად ციფრული ეკონომიკისთვის. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ ვიყოთ წარმატებულები”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა,  მამუკა ბახტაძემ, დღეს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის პრეზენტაციაზე.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ციფრული აბრეშუმის გზის განვითრების იდეა გულისხმობს ერთიანი ციფრული ბაზის შექმნას,  რომელიც საშუალებით, მოხდება ციფრული პროდუქტის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილება, რაც თავის მხრივ, საქართველოში ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების გაჩენის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

ბახტაძის თქმით, ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. „უახლოეს პერიოდში, შეიქნება საერთაშორისო კონსორციუმი, სადაც შევლენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. ასეთ დროს, ბუნებრივია, უნივერსიტეტისა და ზოგადად, აკადემიური წრეების, ჩვენი ახალგაზრდების, ვინც არიან დაინტერესებულები თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიებით ჩართულობას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.  ამ ყველაფერმა, უნდა მოგვცეს ის ენერგია, რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი ციფრული პროდუქტი, რომელზეც იქნება მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში არსებობს ნიჭი, ტალანტი და რაც მთავარია, სტრატეგია, რომ ვიყოთ წარმატებულები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზების და ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანია, საქართველომ, როგორც  თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები