გორის რაიონში 17 წლის გოგონას ეძებენ – გაუჩინარებამდე გოგონამ გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა

   გორის რაიონში უკვე ერთი კვირაა 17 წლის გოგონას მ. ზ-ს ეძებენ. როგორც დაკარგული გოგონას დეიდა ციცინო საათაშვილი აცხადებს, გოგონა 15 წლის გათხოვდა, ის გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელშია დაოჯახებული. მას დედა არ ჰყავს და დეიდა (დედის დეიდა) ციცინო საათაშვილი მეურვეობს. დეიდამ დახმარებისთვის ადვოკატ ზაზა გიგაურის იურიდიულ ბიუროსაც მიმართა. გოგონამ სახლიდან გასვლის წინ წერილი დატოვა. წერილის მიხედვით, გოგონა ემშვიდობება ყველას, დეიდას, მეუღლეს.
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სახლიდან წასვლის წინ, გოგონამ წერილი დატოვა. ამჟამად ამ წერილის ექსპერტიზის დასკვნას მოვითხოვთ, ნამდვილად მისი დაწერილია თუ არა. წერილის მიხედვით, გოგონა ემშვიდობება ყველას, დეიდას, მეუღლეს. წერილში ის მიზეზებია განმარტებული, რატომაც მიდის სახლიდან. როგორც ჩანს, გარკვეული პრობლემებია ბინის თაობაზე. ამ წერილში წერია, რომ თითქოს აღარ სჭირდება მას ის ბინა, რომელსაც ითხოვდა და ა.შ. ამ ეტაპზე მთავარია, ბავშვი ვიპოვნოთ“, – აცხადებს ზაზა გიგაური.
როგორც „კვირას“ შსს-სპრესსამსახურში განუცხადეს, გოგონას ოჯახის წევრებმა უწყებას განცხადებით დღეს დილით მიმართეს. სამართალდამცველები დაკარგულ გოგონას საქართველოს მასშტაბით ეძებენ.

წყარო: qartli.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები