ფინანსთა მინისტრი საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს, იასინ ალ-რუმიანს შეხვდა.

შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ორმხრივი ურთიერობების გაღრმავების აუცილებლობაზე.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საუდის არაბეთის სამეფოს საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები და განვითარების მიმართულებები. განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივა ისეთი მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: ლოგისტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების მნიშვნელობას და ქვეყანაში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის არსებობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები