მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის (მაჯლის აშ-შურა) თავმჯდომარეს, აბდულა იბნ მუჰამად ალ აშ-შეიხს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, ძალიან დინამიურად ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის. საუდის არაბეთი წარმოადგენს წამყვან ინვესტორს მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ურთიერთობა როგორც ყურის ქვეყნებთან, ისე საუდის არაბეთთან, როგორც ყურის ქვეყნების წამყვან სახელმწიფოსთან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„საქართველოს და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები პოზიტიურია. მე მქონდა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, მანამდე შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები სამეფოში. ჩვენს ქვეყნებს შორის დადებით ურთიერთობებზე მეტყველებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთში. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება”, – აღნიშნა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები