საქალაქო სასამართლომ შვილის დაჭრაში ბრალდებულს 4 წელი მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული თ.ო. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ივლისს, თ.ო.-მ ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს შვილს – ნ.ო.-ს დანით ფეხის არეში განზრახ მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ.ო.-მ  სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა თ.ო. 2017 წლის 26 ივლისს ქალაქ ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ო. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები