მამუკა ბახტაძემ ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში შეხვედრა გამართა

საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, GCC-ის წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით, რასაც მოწმობს არაბული კომპანიების გააქტიურება ქართულ ბაზარზე.

შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ გაგრძელდეს აქტიური დიალოგი, რაც ხელს შეუწყობს GCC-ის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ბიზნეს და ტურისტული გარემოთი დაინტერესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები