შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას ქართველი კალათბურთელები უერთდებიან

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკულ კამპანიას ქართველი კალათბურთელები უერთდებიან.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე, კალათბურთის აკადემიის დარბაზში “NBA”-ს ქართველი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი კოტე ტუღუში 16 წლამდე საკალათბურთო ნაკრებთან შეხვედრას გამართავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია, ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია “ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები