გურჯაანში მომხდარი ავარიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა
გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს “ოპელის“ მარკის ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.
მძღოლის ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავმა “მოპედმა” ორ მანქანას გაუსწრო და შემდეგ მას დაეჯახა. აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს, მათივე ინფორმაციით არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.