გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ

საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დაკვირვების კიდევ უფრო მარტივი სისტემა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ლაბორატორიის სპეციალისტები დაავადების ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (EIDSS AVR-ის) მოდულზე სიახლეებს გაეცნენ. მოდული ითვალისწინებს ანალიზის, ვიზუალიზაციისა და ანგარიშგების ეფექტურ სისტემას. ასევე, მიღებული მონაცემებისა და ტექნოლოგიების გაზიარებას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე დარგის სხვა სპეციალისტებთან.
ზედამხედველობის პირველი ელექტრონული მოდული GeoEpid, საქართველოში დაინერგა 2005 წელს. მის ძირითად ფუნქციებში შედიოდა სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, აგრეთვე ეპიდკვლევას დაქვემდებარებული, ვაქცინით-მართვად დაავადებათა შემთხვევების რეგისტრაცია და სწრაფი ანალიზი.
დაავადების ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის დანერგვა დაიწყო 2004 წელს, როგორც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე ზედამხედველობის ხელსაწყო. 2010 წლიდან, სისტემა მოიცავს ყველა იმ დაავადებასა თუ მდგომარეობას, რომელიც ექვემდებარება ეპიდზედამხედველობას. 2012 წლიდან, EIDSS-ი წარმოადგენს ზედამხედველობის ერთადერთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს: შემთხვევაზე დაფუძნებული ინფორმაციის რეგისტრაციას; აგრეგირებული ინფორმაციის რეგისტრაციას; სამედიცინო სტატისტიკისათვის სტანდარტულ ანგარიშებსა და სხვადასხვა ცვლადებისა და პარამეტრების ანალიზს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები