თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, ნოზაძის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და სოფელი გლდანის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ლორთქიფანიძის და ნაკადულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების I, II მიკრორაიონების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ტაშკენტის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის, ძოწენიძის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები