ზუგდიდში დაჭრილი სამი პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში დღეს მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. რაც შეეხება დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობას, ერთი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული, მეორე კი. პალატაში გადაიყვანეს.
შემთხვევის დეტალებზე არც სამართალდამცველები და არც ოჯახის წევრები არ საუბრობენ. მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა დაკავებული, ჯერ-ჯერობით არავინ არის.
ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დღეს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქურდულ გარჩევას უკავშირდებოდა.
გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები