კალაძე “სითი პარკზე” – სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში იჩივლონ

თბილისის მერი, კახა კალაძე “სითი პარკის” განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კომპანია სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს თავის და მოქალაქეების ინტერესებს. ამის შესახებ მან გადაცემა “პირისპირში“ განაცხადა.
“ჩვენ ვისმენთ დღეს განცხადებებს, რომ ისინი სასამართლოში აპირებენ წასვლას… არბიტრაჟში აპირებენ წასვლას… კიდევ ერთხელ ვეუბნები ამ კომპანიას: სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ წერტილზე, თბილისის მერია მზად არის, დაიცვას თავისი ინტერესები, თბილისის მერია მზად არის, დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები“, – ამბობს თბილისის მერი.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სითი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.
კომპანია “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის, ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები