სემეკმა მოქალაქეებს 26 620 ლარი ჩამოაწერა

0

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე, მოქალაქეებს 26 620 ლარი ჩამოაწერა”,-ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისიამ მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის განიხილა დავები, რომლებიც უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებსა და კომპანიების მხრიდან მიერთების ვადების დარღვევებს შეეხებოდა.
“კომისია მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართონ კომისიას წერილობით ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე 16 216. ცხელ ხაზზე დაკავშირება უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. ასევე, მოქალაქეებს კონსულტაციების გავლა შეუძლიათ კომისიის Facebook გვერდზეც”,-ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი