კახა ბექაური: „იტალ ტელეკომთან“ მოლაპარაკებას სამი მსხვილი ოპერატორი აწარმოებს

„ჩვენ ვიცით კომპანიები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კომპანიები, გლობალური ინტერნეტის გამყიდველთა ათეულში არიან.
„ისინი ჩვენს ადგილობრივ პროვაიდერებთან, მსხვილ ინტერნეტ კომპანიებთან საუბრობენ, რომლებიც მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას ფლობენ“, – განაცხადა ბექაურმა და დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ასეთი კომპანია „იტალ ტელეკომია“.
მისი თქმით, „იტალ ტელეკომი“ ჯერ-ჯერობით ერთადერთი რეალური კომპანიაა, რომელსაც შემოსვლა სურს.
მისი თქმით, ზოგადი ინტერესი კი, კიდევ ორი უცხოური კომპანიის მხრიდან დაფიქსირდა.
„არ ყოფილა შემთხვევა, რომ კომპანიას ადგილობრივი კომპანიების მხრიდან ხელშეშლაზე ესაუბროს. “იტალ ტელეკომის” წარმომადგენლებს შევხვდი თბილისში, დააფიქსირეს, რომ სურვილი აქვთ საქართველოში შემოსვლის, თუმცა რაიმე ხელშეშლაზე არ უსაუბრიათ. მოლაპარაკებები გრძელდება ადგილობრივ ოპერატორებთან, ეს მოლაპარაკებები ბევრ ასპექტს მოიცავს. როგორც ვიცი, „იტალ ტელეკომთან“ მოლაპარაკებას სამი მსხვილი ოპერატორი აწარმოებს და ჩემი ინფორმაციით, კომპანიას ერთ-ერთისგან უკვე ძალიან კარგი შეთავაზებაც აქვს.ასე რომ, კომუნიკაცია მაქვს როგორც ადგილობრივ ოპერატორებთან, ისე გლობალურ შემომსვლელ კომპანიებთან. თანდათან, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარს დავარეგულირებთ ისე, რომ კონკურენცია იყოს მაღალი, ფასებმა დაიწიოს და ხარისხმა აიწიოს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები