გოჩა ენუქიძე: „სითი პარკის” ქმედებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და პრეტენზია მოსახლეობასაც გააჩნდა

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე, თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკთან” კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, თბილისის მერმა  მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება „სითი პარკთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე. ენუქიძის თქმით, აღნიშნული კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით, გარდა დედაქალაქის მთავრობისა, მოსახლეობასაც ბევრი კითხვა და პრეტენზია გააჩნდა.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერიისგან მივიღებთ პარკირების სამართლიან სისტემას, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ უბნებს, ასევე ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ მძღოლებისთვის მოსახერხებელი პარკირების ადგილების შექმნაზე, არამედ, გაითვალისწინებს ფეხით მოსიარულე ადამიანების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც კახა კალაძის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები