სოფო კილაძე: მნიშვნელოვანია, რომ მრავალშვილიანი ოჯახები სახელმწიფოს მხარდაჭერას გრძნობდნენ

“სახელმწიფომ ხელი შეუწყოს  მრავალშვილიანობას, ოჯახების გაძლიერებას,  შეუქმნას ოჯახებს პირობები იმისათვის, რომ ჰყავდეთ ბევრი შვილი, რაც საბოლოო ჯამში ისევ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძის თქმით, წარდგენილი კანონპროექტი წინგადადგმული ნაბიჯია.

“აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ მრავალშვილიანობის წასახალისებლად. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მორალური მხარდაჭერა მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ. თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ხედავს და აფასებს ამ ადამიანების ღვაწლს ქვეყნის, სამშობლოს წინაშე, პატივს სცემს და უფრთხილდება მათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ოჯახების მატერიალური წახალისება. წარმოდგენილი კანონპროექტი უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, ვფიქრობ დაგვიანებულიც, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. უდიდესი სამუშაოა გაწეული, თუმცა ბევრიც გასაკეთებელია ამ მიმართულებით და ჩვენ სამომავლო პროექტებში ამ საკითხებს აუცილებლად გავითვალისწინებთ”, – აღნიშნა სოფო კილაძემ კანონპროექტის წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები