ოთარ ჩრდილელი “სითი პარკის” განცხადებას თავხედურს და სამარცხვინოს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან ტაბიძემ აღნიშნა, რომ “სითი პარკთან” შეწყვეტილი ხელშეკრულება საქართველოსა და ისრაელს შორის ბიზნეს-ურთიერთობებს დააზიანებს.
 
აღნიშულ მოსაზრებაზე, დეპუტატი აცხადებს, რომ მოძმე ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან ჯანსაღ ურთიერთობას, არ შეიძლება ვიღაცის სუბიექტურ-პოპულისტურმა განცხადებამ ჩრდილი მიაყენოს.
 
“თავხედური და სამარცხვინოა განცხადება, როდესაც თავისი მერკანტილური მიზნებისათვის, ზოგიერთი კომპანია თუ ინდივიდი, ცდილობს ორ მოძმე ქვეყანას შორის ჩამოაგდოს უთანხმოება.
 
თუ ვინმეს ჰგონია, რომ სამართლებრივი პრობლემა აქვს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
 
მოძმე ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან ჯანსაღ ურთიერთობას, არ შეიძლება ვიღაცის სუბიექტურ-პოპულისტურმა განცხადებამ ჩრდილი მიაყენოს.
 
P.S. სულელ მამალს ჰგონია, მზე მისი დაყივლებით ამოდის…”,- წერს სოციალურ ქსელში ოთარ ჩრდილელი.
 
შეგახსენებთ, კომპანია “სითი პარკის” წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მერიის მიერ კომპანიასთან გაწყვეტილი ხელშეკრულება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და ასევე, – ბიზნეს ურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის.
მათივე თქმით, პოლიტიკური განცხადება იმოქმედებს ქალაქში პარკირების სფეროს რეგულაციაზე და დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები