ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი კურსი დაადგინა, რის თანახმადაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4328 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4328 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4462 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0134 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9953 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0088 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები