თბილისში არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მოზარდი გონზეა და მას პოლიტრავმები აღენიშნება.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული 12 წლის მოზარდი, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
არსებული ინფორმაციით, 12-წლამდე მოზარდი “ზებრა” გადასასვლელზე გადადიოდა, თუმცა შუქნიშანი ახალი ანთებული იყო და მან წითელი ნიშანი ვერ დაინახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები