მეუფე შიო: ჯვარი არის ყველაფერი ის, რასაც წუთისოფელი გვთავაზობს

“ჯვარი არის ყველაფერი ის, რასაც წუთისოფელი გვთავაზობს”, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჯვართამაღლების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
მეუფე შიომ წირვა მამა თეოდორე გიგნაძესთან ერთად აღავლინა.
”ადამიანებს სურთ, რომ კომფორტულად იყვნენ და კომფორტულად მოეწყონ წუთისოფელში, თუმცა ქრისტიანული მიზანი არის სულ სხვა – აიღო ცხოვრების ჯვარი და იცხოვრო ქრისტიანულად. ჯვარი არის ჩვენი ჯანმრთელობაც, სნეულებაც, გარეგნობაც, ჩვენი ნიჭიც, ნაკლოვანებაც, ჩვენი სახელმწიფოში არსებული პრობლემები, ასევე, ცხოვრებაში თუ პირად ცხოვრებასა და ოჯახში არსებული პრობლემები. მას უფალი გვიგზავნის ჩვენს განსაწმენდად და გადასარჩენად”, – აღნიშნა მეუფე შიომ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები